ქვემო ქართლის მასშტაბით წარჩინებული მეცხრე კლასის მოსწავლეები პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოეს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ქვემო ქართლის მასშტაბით წარჩინებული მეცხრე კლასის მოსწავლეები, პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, წარჩინებულ მოსწავლეებს პერსონალური კომპიუტერები რუსთავის #4-ე საჯარო სკოლაში, ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, გიორგი შალუტაშვილმა გადასცეს.

საჩუქარი ქვემო ქართლის შვიდივე მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 173-მა საუკეთესო მოსწავლემ მიიღო, მათგან 70 რუსთავის საჯარო სკოლების წარჩინებული მოსწავლეა. პროგრამის ბენეფიციარებად ის მოსწავლეები განისაზღვრნენ, რომელთაც გასულ სასწავლო წელს, საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს და მათი ნიშანი დამრგვალების გარეშე 10 ქულაა.

რამაზ საყვარელიძე - არც ხელისუფლება ჰგავს პოლიტიკის დიდოსტატს და არც ოპოზიცია, ამიტომ არც ისე იწვიმებს, როგორც ისმის რევოლუციის ჭექა-ქუხილი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2019
ვაჟა ბერიძე - მთავარი არა საარჩევნო სისტემაა, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მეზობლების დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (იკაო) 75 წლისაა
გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფმა (GET) საქართველოს ფინანსური სექტორის მონიტორინგის პირველი ნაწილი წარადგინა
ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი
ლიბერთი UN Women-ის ქალთა გაძლიერების პრინციპების გლობალურ ინიციატივას უერთდება
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულებს 14 დეკემბერს გამოავლენს
მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით PSP-ში გერმანულ წამყვან მწარმოებელ კომპანია „ბერლინ-ხემის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა
რატომ არის კომპანია TOYOTA-ს მიერ წარმოებული ავტომობილები ასეთი პოპულარული და როგორ ზრუნავს კომპანია ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე
„სილქნეტმა“ მობილურ ქსელში უპრეცედენტო სამუშაოები ჩაატარა - დღეისათვის კომპანია მომხმარებელს უსწრაფეს, 4.5G ინტერნეტს სთავაზობს
BDO-მ მცირე და საშუალო სავაჭრო კომპანიების წამომადგენლებს კონფერენციაზე უმასპინძლა