გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,  „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ოქტომბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ოქტომბერს 10:00 საათიდან 17:15 საათამდე შუალედში, 15 წუთით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 11106 აბონენტს მცხეთის რაიონის სოფელბში მუხრანი, ძალისი, ქსოვრისი, ახალშენი, ებნისი და მიმდებარე სოფელბში; 11:00 საათიდან 18:00 საათამდე 8062 აბონენტს მცხეთის რაიონის სოფლებში საგურამო, ბურიანი, კოტორაანთკარი, გალავანი, ჯიღაურა, გლდანი (მიქატაძის, ტაბიძის, რაზმაძის, სტალინის და მიმდებარე ქუჩებზე), თიანეთის გზატკეცილი და მიმდებარე ტერიტორიაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი