ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში დღეს, ოჯახების მოწყვლადობის (ფოკუსით ბავშვთა მიმართ ძალადობის და ბავშვთა შრომის შემთხვევებზე) განმაპირობებელ ფაქტორებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა გაიმართა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაცით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მერიის თანამშრომლებმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლებმა. მრჩეველთა საბჭოს ფუნქციონირების მიზანია ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტში შემავალი ოჯახების მოწყვლადობის განმაპირობებელი ფაქტორების იდენტიფიცირებას და მოგვარებას ადგილობრივი რესურსებით, ამავე დროს მოახდინოს სექტორთაშორისი რეაგირება რეგიონულ საბჭოზე განხილულ თავისი რაიონის შემთხვევებზე საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად.

შეხვედრაზე გაწერეს შესაბამისი სამოქმედო გეგმა. მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა ყოველთვიურად გაიმართება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს