ხობის მერმა ღვაწლმოსილ პედაგოგს მასწავლებლის დღე მიულოცა

ხობის მერმა ღვაწლმოსილ პედაგოგს მასწავლებლის დღე მიულოცა

ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია ღვაწლმოსილ პედაგოგს, ჯოდო კოხიას სახლში ეწვია, მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

„ბატონი ჯოდო ათეული წლებია აქტიურად იღწვის საგანმანათლებლო სფეროში. ის არის გამორჩეული პიროვნება და ღვაწლმოსილი პედაგოგი. მომავალი თაობების სწავლა-განათლების საქმეში უმნიშვნელოვანესი როლი და პასუხისმგებლობა პედაგოგებს აკისრიათ. აღზარდო ქვეყნის მომავალი თაობა - ეს მეტად საპასუხისმგებლო და საპატიო საქმეა. ვულოცავ ბატონ ჯოდოს და ყველა პედაგოგს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს და ვუსურვებ წარმატებებს“, - აღნიშნა მერმა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაცით, 60 წელზე მეტია ჯოდო კოხია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა საჯიჯაოს (გაღმა საჯიჯაოს) სკოლაში. ამ ხნის განმავლობაში მან არაერთი წარმატებული ადამიანი აღზარდა და დღესაც აგრძელებს საქმიანობას.