ხელვაჩაურში წყლის ხარისხის შესამოწმებელი ლაბორატორია გაიხსნა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ წყლის ხარისხის შესამოწმებელი ლაბორატორია გახსნა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის ცნობით, ლაბორატორიის ფუნქციონირება ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის მერიის შპს "ხელვაჩაურის წყალკანალის" ზედამხედველობით განხორციელდება. ლაბორატორიის საშუალებით შესაძლებელი იქნება მუნიციპალიტეტის მასშტაბით როგორც სასმელი, ასევე ტექნიკური წყლის ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების და დაბინძურების კოეფიციენტის განსაზღვრა წყლის ხარისხის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით.

„მუნიციპალიტეტის მასშტაბით სისტემატურად მიმდინარეობს წყლის სათავე ნაგებობების რეცხვა/წმენდა სერტიფიცირებული დეზინფექტორ-ოპერატორები მიერ. ასევე, წყლის სათავე ნაგებობებზე დაწყებულია წვეთოვანი საქლორაციო სისტემების მოწყობა, რომელიც მოკლე დროში დასრულდება“, - აღნიშნულია პრესრელიზში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა