ბახმაროში თოვლი მოვიდა

ბახმაროში თოვლი მოვიდა. სინოპტიკოსები ძლიერ თოვას არ ვარაუდობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ბახმაროში თოვა მოსალოდნელი იყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ბახმაროში დღის განმავლობაში წვიმდა და ასევე იყო თოვლჭყაპიც. მისივე ინფორმაციით, ხვალიდან უკვე მთელს საქართველოში გამოიდარებს.

"დღეს დღის მეორე ნახევარში უკვე გამოიდარა ყველგან, მხოლოდ სამხრეთში იყო დარჩენილი ნალექი. ამ ეტაპზე სხვა წერტილებიდან თოვის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ხვალიდან უკვე მთელს საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამაღამ მოსალოდნელია დაბალი ტემპერატურა ყველგან, თუმცა ხვალ დღისით ტემპერატურა მოიმატებს და დათბება. 7 ოქტომბერს კი დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი და ტემპერატურის კიდევ უფრო მატებაა მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში კი მოღრუბლული იქნება, მოსალოდნელია ნისლი და წვიმა. 7 ოქტომბერს მაქსიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია 15-17 გრადუსი სითბო. 8 ოქტომბრიდან კი მთელს საქართველოში გამოიდარებს. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთში კი 26 გრადუსი იქნება", - აღნიშნა სვეტლანა ნიორაძემ.

იხილეთ ვიდეო: ბახმაროში პირველი თოვლი მოვიდა - ვიდეოკადრები ადგილიდან

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა