ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადა დასრულდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე, თორნიკე რიჟვაძე, რეგიონის მთავრობის, ბათუმის თვითმმართველობის, საერთაშორისო და ქართული სპორტული საზოგადოებების წარმომადგენლები, ფიდეს ახალი პრეზიდენტი არკადი დვარკოვიჩი, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, ბათუმის სპორტის სასახლეში, 43-ე საერთაშორისო საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

საერთაშორისო საჭადრაკო ოლიმპიადაზე, რომელშიც 180 ქვეყნის 4000-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა, საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა, ქალთა და ვაჟთა 3-3 ნაკრებით იყო წარმოდგენილი. საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ოლიმპიადაზე, რომელიც 24 სექტემბრიდან - 5 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა, ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

ასპარეზობა ჩინელ სპორტსმენთა ტრიუმფით დასრულდა: ვაჟებსა და ქალებში ამ ქვეყნის წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს. ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჯილდო, რომელიც ოლიმპიადის ყველაზე წარმატებული ქვეყნის საჭადრაკო ფედერციას გადაეცემა, ორი წლით ჩინელთა საკუთრებაა. ჩინელმა ვაჟებმა მეორედ მოიპოვეს ოლიმპიადის ჩემპიონობა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ მეოთხე და მეხუთე დაფაზე მოთამაშე მოჭადრაკეთა შორის გამარჯვებულებს შესაბამისი მედლები გადასცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

მომდევნო, 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადას 2020 წელს რუსეთი, კერძოდ, ქალაქი ხანტი-მანსიისკი უმასპინძლებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს