შალვა კერესელიძე - გუდაური ახალ ტურისტულ სეზონს მზადყოფნაში უნდა დახვდეს

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ გუდაურში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მცხეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, გუბერნატორმა მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე საკითხებზე იმსჯელა.

გუბერნატორის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუდაური, როგორც უდიდესი ტურისტული პოტენციალის მქონე კურორტი ახალი ტურისტული სეზონის დაწყებას მაქსიმალურ მზადყოფნაში შეხვდეს.

„აქ ჩამოსულ ადამიანებს დასვენებისა და განტვირთვისთვის ყველა შესაბამისი პირობა უნდა შევუქმნათ. მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის გუდაურის ახალი გზის რეაბილიტაციისა და კობი-გუდაურის საბაგირო ტრასის სამშენებლო სამუშაოები, სწორედ ვიზიტორების საჭიროებებზეა მორგებული. მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული, რათა გუდაური ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველად ვაქციოთ“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

დაიგეგმა სამუშაოები, რომელიც გუბერნატორის ადმინისტრაციის, მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და კერძო სექტორის კოორდინირებული მუშაობით უახლოეს პერიოდში განხორციელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო