„ევრონიუსმა" აჭარაში ჩატარებული მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის შესახებ გადაცემა მოამზადა

„ევრონიუსზე" აჭარაში ჩატარებული მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის შესახებ გადაცემა მომზადდა. როგორც „ინტერპრესნიუს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, გადაცემა „Focus“-ის გადამღები ჯგუფი ბათუმს მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გასაშუქებლად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობს.

რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და ოლიმპიადის მნიშვნელობის შესახებ, „ევრონიუსის" სპეციალური რეპორტაჟისთვის ინტერვიუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მისცა. მან ხაზი გაუსვა მსოფლიო დონის მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების ბათუმში ჩატარებას.

„მიხარია, რომ მოგვეცა საშუალება გვემასპინძლა ამ ოლიმპიადისთვის და მრავალი ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრისთვის. ეს ღონისძიება ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქალაქისთვის, რათა მისი, როგორც საერთაშორისო ქალაქის პოზიციონირება მომხდარიყო. ამაღლებულიყო ცნობადობა ქვეყნისა და ქართული კულტურის შესახებ,“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე „ევრონიუსის“ გადამღებ ჯგუფს ასევე ესაუბრა რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე და აღნიშნა, რომ საქართველო და მისი ულამაზესი კუთხე აჭარა უნიკალური ტურისტული დანიშნულების ადგილებია, რომელთაც უძველესი კულტურა, მრავალფეროვანი სამზარეულო და პერსპექტივები გააჩნია.

„ევრონიუსის“ წარმომადგენლებმა ბათუმში ყოფნისას ასევე გადაიღეს ქალაქის ღირსშესანიშნაობები და ძველი და ახალი თაობის ქართველ მოჭადრაკეებსაც გაესაუბრნენ.

ბათუმში 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა 23 სექტემბერს გრანდიოზული ცერემონიალით გაიხსნა და 5 ოქტომბრამდე გაგრძელდა. მასში 180 ქვეყნის 4000-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა