სოფელ ჩოხში გოდერძი ჩოხელის ხსოვნას პატივი მიაგეს

2 ოქტომბერს, გოდერძი ჩოხელს 64 წელი შეუსრულდებოდა, რასთან დაკავშირებითაც, სახელოვანი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის მშობლიურ სოფელ ჩოხში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პრესსამსახურიდან აცნობეს, გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ გოდერძი ჩოხელის ხსოვნას პატივი მიაგო და ეს დღე მწერლის ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან, მისი ნიჭისა და შემოქმედების თაყვანისმცემლებთან ერთად გაატარა. შალვა კერესელიძის განცხადებით, გოდერძი ჩოხელმა კუთვნილი დაფასება ცხოვრებაში ვერ მიიღო, მაგრამ ქართველი ერისთვის ის იყო, არის და იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

„გოდერძი ჩოხელი ჩვენი ქვეყნის სიამაყეა. გოდერძი იყო ადამიანი, რომელსაც უყვარდა საკუთარი საქმე, საკუთარი ქვეყანა და ხალხი. სწორედ ხალხისთვის იქმნებოდა ის დიდი ნამუშევრები, რომლისთვისაც მან არაერთი ჯილდო, პრემია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მკითხველის სიყვარული დაიმსახურა. დღეს, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს უდიდეს პატივისცემას და გოდერძის ოჯახთან და ახლობელ ადამიანებთან ერთად პატივს მივაგებთ მის ხსოვნას“, - განაცხადა მხარის გუბერნატორმა შეკრებილი საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში გოდერძი ჩოხელის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო. ამასთან, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა ქართველი მწერლის, სცენარისტისა და კინორეჟისორის განვლილ გზაზე ისაუბრეს, მისი ცხოვრებიდან არაერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი გაიხსენეს.

„ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი, მოეწყო დოღი. ღონისძიებაზე მისულ ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონდათ ტრადიციული ქართული კერძები დაეგემოვნებინათ.

ღონისძიებას მხარის გუბერნატორთან ერთად დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა