რუსთავის მერმა სუმგაითელი მეტალურგების ქუჩის მოსახლეობას ავტოტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა გააცნო

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად, სუმგაითელი მეტალურგების ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ირაკლი ტაბაღუამ მოსახლეობას აღნიშნულ ქუჩაზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა გააცნო.

„სუმგაითელი მეტალურგების ქუჩაზე, საავტომობილო მოძრაობის განტვირთვის თხოვნით, ირაკლი ტაბაღუას მოსახლეობამ მიმართა. ადგილობრივების თქმით, ქუჩის ამ მონაკვეთზე საცხოვრებელი სახლები ავარიულია და სატრანსპორტო საშუალებების დიდი ნაკადის პირობებში, ნგრევის საფრთხე დღითიდღე იზრდება.

მათივე ინფორმაციით, მოსახლეობისთვის წარდგენილი პროექტი კიდევ ერთხელ დამუშავდება და მხოლოდ მას შემდეგ განხორციელდება, რაც მისი განხილვა სპეციალისტებთან და მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფთან მოხდება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა