შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის დონაციის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სისხლის ბანკთან“, ო. ღუდუშაურის კლინიკასთან და ჰემატოლოგიის ინსტიტუტთან სისხლის დონაციასთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მემორანდუმებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევან კაკავამ მოაწერა ხელი.

„დოკუმენტები ლეიკემიითა და სხვა მძიმე პათოლოგიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, სამინისტროს თანამშრომელთა მიერ სისხლის ნებაყოფლობით და უსასყიდლოდ ჩაბარებას ითვალისწინებს. საჭიროების შემთხვევაში, ჩაბარებული სისხლი და სისხლის კომპონენტები უსასყიდლოდ გადაეცემა მშობიარეებს, ჩვილ ბავშვებსა და ექსტრემალური სიტუაციების დროს დაზარალებულ პაციენტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს რამდენიმე წელია უანგაროდ გასცემენ. დონაციის სხვადასხვა აქციის ფარგლებში, სამინისტროს ასეულობით თანამშრომელმა და პოლიციელმა გაიღო სისხლი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს