უკანაფშავში რძის გადამამუშავებელი საწარმო შენდება

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორთან შალვა კერესელიძესთან ერთად დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში რძის საწარმოს მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ფხოვი 2017-ის“’ მეპაიეებს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში რძის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება. რძის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო (1,5 ტონა წარმადობა), უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების წარმოებას. აღსანიშნავია რომ დაიწყება ტრადიციული პროდუქტის - დამბალხაჭოს სამრეწველო წარმოება.

ამასთან, უწყების ცნობით, საწარმო თანადაფინანსებით გადაეცემა პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს “ფხოვი 2017“ , რომელშიც გაწევრიანებულია 32 ადგილობრივი, მობილიზებული ფურების რაოდენობა 201-ს შეადგენს.

„რძის გადამამუშავებელი საწარმო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს საკუთრებაში თანადაფინანსებით გადაეცემა, 25% გადახდას 8 წლის განმავლობაში კოოპერატივი უზრუნველყოფს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 25 წლიანი იჯარის უფლებით 678 ჰექტარი სათიბ-საძოვარი გადაეცემა. საქონლის საკვებწარმოებისათვის 90%-იანი თანადაფინანსებით კოოპერატივმა მიიღო 60 ცხენისძალიანი ტრაქტორი გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით ტვირთის ტრანსპორტირებისათვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეფასებით, „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენება“ კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობას გააუმჯობესებს.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთან ერთად პროგრამის განხორციელებში ჩართულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა