"შეწყდეს ბეტონყმობა“ - ამ ლოზუნგით ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა გააპროტესტეს

"არ გვჭირდება ცათამბჯენები", "შეწყდეს ბეტონყმობა“, - ამ ლოზუნგებით ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი ბათუმელები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილების განცხადებით, ისინი ძველ ბათუმში, ისტორიულ უბნებში მიმდინარე მშენებლობებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ისტორულ საზღვრებში მშენებლობა ქალაქის სიცოცხლეს სპობს და ხელისუფოებას მკაცრ რეაგირებას სთხოვენ.

"ვაპროტესტებთ უსისტემო, ყოველგვარი კანონისა და რეგულაციების გვერდის ავლით ქალაქის ე.წ. განვითარებას. ხელისუფლებისგან ძალიან ბევრი დაპირებაა, რომ ეს პროცესი უფრო გაღრმავდება... შესაბამისად, საზოგადოებაში არის დაგროვილი ეს პროტესტი დიდი ხანია და დღეს საჯაროდ ვაპროტესტებთ... მეცნიერული კვლევის შედეგად დადგინდა ბათუმის ისტორული საზღვრები. კვლევა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და შევთანხმდით, რომ ეს ზონა დაცული უნდა ყოფილიყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობა არ შეიძლებოდა. სულ რაღაც ერთი კვირის წინ აღმოვაჩინეთ, რომ ძველი ბათუმის ტერიტორიაზე იგეგმება მშენებლობები, რაც კონკრეტული მენაშენის ინტერესებს მოიცავს და ქალაქის სიცოცხლის უფლებას აზიანებს", - განაცხადა შოთა გუჯაბიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა