აჭარაში “მაჭახლობა 2018“ გაიმართა

დღეს აჭარის ერთ-ერთ ულამაზეს ხეობაში სახალხო დღესასწაული “მაჭახლობა 2018“ გაიმართა. ადგილობრივებს ხეობის მთავარი დღესასწაული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მიულოცა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა მაჭახელას ხეობის სტრატეგიულ მნიშვნელობას და ტურისტული პოტენციალის სიმდიდრეს. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, აჭარის მთავრობა გააგრძელებს ზრუნვას ისტორიული ხეობისთვის უფრო მიმზიდველი ინფრასტრუქტურისა და ახალი ტურისტული ობიექტების შექმნის მიმართულებით.

ტრადიციულად, მაჭახლობაზე წარმოდგენილი იყო ხეობისთვის დამახასიათებელი ადგილობრივი რეწვის ნიმუშები, ეთნოგრაფიული კუთხეები და შემოდგომის ნობათი, გაიმართა ასევე სპორტული აქტივობები, მაჭახელას თოფის ნიმუშების გამოფენა და კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით.

მაჭახელას ხეობის დღესასწაულს აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე თურქეთის რესპუბლიკის მაჭახელას ხეობიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ საპატიო სტუმრები და საპატიო მაჭახელელი დააჯილდოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა