ყვარელში, სოფელ ჩანტლისყურის მოსახლეობა „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს გასხვისებული 35 ჰექტარი საძოვრის დაბრუნებას ითხოვს

ყვარელში, სოფელ ჩანტლისყურის მოსახლეობა „ნაცმოძრაობის“  მმართველობის დროს გასხვისებული 35 ჰექტარი საძოვრის დაბრუნებას ითხოვს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლისყურის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს გასხვისებული 35 ჰექტარი საძოვრის დაბრუნებას ითხოვდნენ.

მათი თქმით, საძოვრების გაყიდვა მოსახლეობისგან მალულად მოხდა, რის შესახებაც ახლა გაიგეს. სოფელ ჩანტლისყურის მოსახლეობა ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს და დახმარებას სთხოვს.

დღესვე, აქციის მონაწილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველი შეხვდა.

მისი თქმით, გასარკვევია, რომელ წელს გასხვისდა აღნიშნული მიწის ფართობი და ვისი დანაშაულიც გამოიკვეთება, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.

აქციის მონაწილეებს ასევე შეხვდა ყვარლის მუნიციპლაიტეტის მერი. როსტომ სესიაშვილი მოსახლეობას პრობლემის გარკვევას დაპირდა.