მარნეულში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

მარნეულში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ახლად აშენებული ბაღის შენობა, ამჯერად სადახლოს ადმინისტრაციული ერთეულის აღსაზრდელებს მოემსახურება.

მათივე ინფორმაციით, 150 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის შენობა ორსართულიანია, რომლის გარე და შიდა ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი და ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პარლამენტში მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატები, თამაზ ნავერიანი, რუსლან გაჯიევი, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ზაურ ტაბატაძე, ამირან გიორგაძე და მამუკა ნავერიანი, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ. საზეიმო გახსნაზე ასევე იმყოფებოდნენ ბაგა- ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლებთან ერთად, პედაგოგები და აღსაზრდელების მშობლები.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, გარდა შენობისა, კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზოც. ბაღის ტერიტორია შემოიღობა ლითონის ღობით, კერამიკული ფილით მოპირკეთდა შენობამდე მისასვლელი ბილიკები, მოეწყო გამწვანების ზოლი და დამონტაჟდა გარე განათებები. მათივე ინფორმაციით, სოფელ სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ამ დრომდე არ არსებობდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, გამომდინარე აქედან, ძალზედ მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული პროექტის განხორციელება, ვინაიდან სკოლამდელი განათლება სადახლოს მცხოვრები ყველა ოჯახისთვის დღეიდან ხელმისწავდომი გახდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა