რეზო ხარაზი დავით გაბაიძეს ნეპოტიზმსა და საბიუჯეტო ხარჯების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

რეზო ხარაზი დავით გაბაიძეს ნეპოტიზმსა და საბიუჯეტო ხარჯების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი რეზო ხარაზი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს ნეპოტიზმსა და საბიუჯეტო ხარჯების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.

„პირველი პირი აჭარის რეგიონში თავისი უუნარობით ხელს უწყობს კორუფციას. დავით გაბაიძე ყოველდღიურად თვალს ხუჭავს ნეპოტიზმზე. მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში აღებული აქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასის სახით 51 750 ლარი, ასევე, 4 ტონა საწვავი დახარჯა. მანქანის რემონტის სახით კი დახარჯა 4637 ლარი. ყველა ადამიანმა უნდა განსაჯოს, უჭერს თუ არა მხარს იმას, რომ გაბაიძის მსგავსი ადამიანები დარჩეს ხელისუფლებაში თუ წავიდნენ ხელისუფლებიდან“, - განაცხადა რეზო ხარაზმა.