სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეს ნინო ვიბლიანს ზუგდიდის მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილი გადაეცა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილეს ნინო ვიბლიანს ზუგდიდის მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილი გადაეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. საკითხს მხარი „ევროპული საქართველოს" წევრებმა არ დაუჭირეს. ფრაქცია „ევროპული საქართველო“ თავმჯდომარის ბართლომე შელიას თქმით, უმჯობესი იქნებოდა, თუ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებას თავად მუნიციპალიტეტის გამოიყენებდა.
საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ აღნიშნა, რომ ნინო ვიბლიანისთვის მანქანის გადაცემა გუბერნიის მუშაობაში ხელშეწყობაა.
ტოიოტას (Toyota Land Cruiser) მარკის ავტომობილი, რომლითაც მერის მოადგილე მაიზერ ნანავა სარგებლობდა, გუბერნატორის მოადგილეს ერთი წლით უსასყიდლოდ, თხოვნის ფორმით გადაეცა.

























