თერჯოლის სოფელ სიქთარვაში მოსახლეობა წყალთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ითხოვს.
მოსახლეობის განცხადებით, უწყლობის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ 100-მდე ოჯახს აწუხებს. მოსახლეობა ამბობს, რომ საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის წყალს ან მდინარე ძევრულადან იღებენ ან წვიმას ელოდებიან, სასმელი წყალი კი რამდენიმე კილომეტრიდან მოაქვთ.
„38 წელია სოფელს ეს პრობლემა აქვს. ხალხი ვერ იბანს, წვიმას ელოდება დასაბანად. ამხელა სოფელია, წყლის გარეშე როგორ შეიძლება იცხოვროს ადამიანმა,"- აცხადებს მოსახლეობა.
სოფელ სიქთარვაში თერჯოლის მერის წარმომადგენლის, თამაზ ბარბაქაძის განცხადებით, სამუშაოები დაწყებულია და სოფელ სიქთარვის მოსახლეობას წყლის პრობლემა მომავალი წლის იანვრიდან აღარ ექნება.