დავით გაბაიძე საინვესტიციო ფორუმს დაესწრო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, სასტუმრო „რედისონში“, საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს სახელწოდებით - „აჭარის აგრარული შესაძლებლობები“ დაესწრო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მისასალმებელ სიტყვაში რეგიონის აგრარულ პოტენციალზე, ამ მხრივ არსებული რესურსების მაქსიმალურად გამოყენებაზე, ექსპორტის ხელშეწყობისა და ინვესტირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ღონისძიებაში, რომლის მიზანი რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენა, ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია, ექსპორტის ხელშეწყობა, ახალი ბიზნესკავშირების დამყარება და აგრარულ დარგში დასაქმებულთა მოტივაციის ამაღლებაა, 12 ქვეყნის 30 კომპანია მონაწილეობს. ფორუმის გახსნის ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, აჭარის მთავრობის წევრები, ქალაქ ბათუმის მერი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ბიზნესწრეების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ ფორუმის მონაწილეებს სრული ინფორმაცია მიაწოდა ჩვენი რეგიონის სოფლის მეურნეობაზე. უცხოელ და ადგილობრივი სტუმრები სპეციალური ვიდეორგოლით აჭარის აგრარულ პოტენციალს გაეცნენ.

ორდღიანი ფორუმის ფარგლებში, დაგეგმილია კომპანიებს შორის შეხვედრები, აგრარული და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენის - „AGRO BATUMI 2018-ის“ გახნა, ვიზიტი აგროსერვისცენტრში და რიგი სხვა ღონისძიებები.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა