კახა კუკავამ და გოგი წულაიამ საღორიის ტყეში სანიტარული ჭრა განახორციელეს

კახა კუკავამ და გოგი წულაიამ  საღორიის ტყეში სანიტარული ჭრა განახორციელეს

პარტია „თავისუფალი საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ და შტაბის უფროსმა გოგი წულაიამ საღორიის ტყეში სანიტარული ჭრა განახორციელეს. ორგანიზაციის წევრებმა პერფორმანსით ხელისუფლების უმოქმედობა გააპროტესტეს.

მათი თქმით, დაზიანებული ხეები ლპება და ამ დროს მოსახლეობას შეშის პრობლემა აქვს.

„ამას ქვია, გლახა ღორმა არც თვითონ ჭამა და არც სხვას აჭამა, ამიტომ, ჩვენ მოვჭრით ამ დაზიანებულ ხეებს, განვახორციელებთ სანიტარულ ჭრას და ამ შეშას მივუტანთ სოციალურად დაუცველებს. ეს ქმედება ითვალისწინებს 1500- ლარიან ჯარიმას და გვაინტერესებს, თუ დაგვაჯარიმებენ. ამით ასევე ვეუბნებით მოსახლოებას, გაასუფთაონ ტყეები დაზიანებული ხეებისგან და თუ ვინმე დააჯარიმებს მათ, შეახსენონ ჩვენი ქმედება და გააპროტესტონ ჯარიმები", - განაცხადა გოგი წულაიამ.

პარტიის წევრებმა მოჭრილი ხეები სოციალურად დაუცველ ოჯახს მიუტანეს.