ახალსოფელში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

ხელვჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახა ფუტკარაძე, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებთან და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელთან ერთად სოფელ ახალსოფელში სასმელი წყლის აუზისა და ცენტრალური მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისათვის გაჭრილია წყლის მაგისტრალის 2-კილომეტრიანი მონაკვეთი. რთული რელიეფიდან გამომდინარე პროექტით გათვალისწინებული ე.წ. ,,კაპტაჟებამდე’’ მისასვლელი გზის გაყვანა მოითხოვს ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების ჩატარებას. აღნიშნული სამუშაოები ხორციელდება პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, რომლის ღირებულება შეადგენს 1 622 000 ლარს.

























