ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. პირველადი ინფორმაციით, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თვითმხილველების ინფორმაციით, ხულოში სოფელ დიოკნისში მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა.
ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
იხილეთ ვიდეო: ხულოში ავტომობილი ხევში გადავარდა - დაშავდა სამი ადამიანი

























