ზუგდიდში, სოფელ რუხში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ორი დაშავდა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი. ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია და ისინი შესაბამის მკურნალობას გადიან.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
იხილეთ ვიდეო: ზუგდიდში, სოფელ რუხში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

























