გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის მიმდებარე დასახლების მცხოვრებლებმა თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის გადაკეტვა სცადეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის მიმდებარე დასახლების მცხოვრებლებმა თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის გადაკეტვა სცადეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის მიმდებარე დასახლების მცხოვრებლებმა თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის გადაკეტვა სცადეს.

აქციის მონაწილეები 22 ივლისის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და შესაბამისი ოდენობის ფულადი კომპენსაციების დარიგებას ითხოვენ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათ სტიქიამ საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სახლები დაუზიანა, ზარალი დიდი იყო და მიზერული თანხა დაერიცხათ კომპენსაციის სახით.

აქციის მონაწილეებს ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი შეხვდნენ.

როგორც გარდაბნის მერმა „ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს კომპენსაცია ზარალის შესწავლის შემდეგ სრულად დაერიცხათ. მისივე განცხადებით, მათ რამდენჯერმე დაურიგდათ ჰუმანიტარული დახმარებაც, დასახლებაში გაიწმინდა გზები, არხები და მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა.