საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მცხოვრებ 39 წლამდე მამაკაცს მე-5 დღეა ეძებენ.
არაზ სახიბ ოღლი ალიევი ბოლოს 11 ოქტომბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ნახეს, სადაც ის მწყემსად მუშაობდა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად ინტენსიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"