ოპოზიცია ფოთში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ბანერისთვის  წითელი საღებავის შესხმას აპროტესტებს

ფოთში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო ბანერს წითელი საღებავი შეასხეს და КГБ დააწერეს.

„ბანერს წითელი საღებავი შეასხეს და „კაგებე“ მიაწერეს. ვინც რუსეთში მიიღო განათლება, ისინი ,,კაგებეშნიკები“ არიან? თუ ასეა, ასეთი უამრავი მინისტრი ჰყავთ ხელისუფლებაში. გენერალი კვინიკაძე, მაზნიაშვილი, ილია ჭავჭავაძე, საქართველოს მტრები იყვნენ?! მათ ხომ განათლება რუსეთში ჰქონდათ მიღებული. მოღალატე ხელისუფლება ზუსტად მიიღებს იმას, რისი ღირსიცაა. მოღალატე კანდიდატი ჰყავთ, რომელმაც საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულა ომის დაწყებაში. ეს არის ბოლო გაფრთხილება ამ ხელისუფლების და მიიღებენ იმას, რისი ღირსიც არიან. მთელ საქართველოში ერთი და იგივე ხელწერაა, ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მითითებული, ვინაიდან ის გამოდიოდა ტელევიზიით და ყველას ახალისებდა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გააქრონ ორბიტიდან. ვერასდროს ვერ გააქრობენ ქვეყნის მოყვარულ, თავდადებულ ადამიანებს, რომლებიც უანგაროდ ემსახურებიან სამშობლოს. ვერ მოესწრებიან ვერც კობახიძეეები, ვერც ბესელიები და ვერც ძმანნი მათნი, რომ სამშობლოს ერთგული ხალხი გაანადგურონ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ,,ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დარეჯან ცხვიტარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა