ავთანდილ თალაკვაძე ახალციხეში სასწრაფოს რაიონული სამსახურის თანამშრომლების სამუშაო პირობებს გაეცნო

ახალციხეში სასწრაფოს რაიონული სამსახური საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ დაათვალიერა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრის დირექტორი თანამშრომელთა სამუშაო პირობებს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ ბესიკ ამირანაშვილთან და ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი კოპაძესთან ერთად გაეცნო. ის პირადად გაესაუბრა თანამშრომლებს და სამუშაო გარემოს შესახებ მათი აზრი მოისმინა.

რაიონულ სამსახურში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან ერთად რეანომობილიცაა განთავსებული, რომლის საშუალებითაც, საჭიროების შემთხვევაში, კრიტიკული პაციენტების სამედიცინო ტრანსპორტირებაა შესაძლებელი. ახალ შენობაში სამუშაო, მოსასვენებელი, ტექნიკური ოთახებია გამოყოფილი და სრულად არის აღჭურვილი საჭირო ინვენტარით. შენობის გარე პერიმეტრზე კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებისა და რეანომობილის განსათავსებლად შესაბამისი სივრცეა მოწყობილი.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობების გადაცემა გრძელდება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ახალ შენობებში უკვე განთავსებულია ფოთის, ბორჯომის, ხონის, ქობულეთისა და საჩხერის რაიონული სამსახურები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა