აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგაცია, დავით გაბაიძის ხელმძღვანელობით, პოლონეთში იმყოფება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დელეგაცია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის - დავით გაბაიძის ხელმძღვანელობით, პოლონეთში, ქვემო სილეზიაში იმყოფება.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია რეგიონების საკანონმდებლო ორგანოების ორწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შეჯამება და სამუშაო გეგმით გათვალისწინებული სამომავლო აქტივობების დაგეგმვა.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ფრაქცია „ქართული ოცნება-მაჟორიტარების“ თავმჯდომარე - ილია ვერძაძე, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - ხვიჩა შარაშიძე და უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრი - გიორგი ცინცქილაძე.

ვიზიტის ფარგლებში დავით გაბაიძე, პოლონელ კოლეგას, ქვემო სილეზიის რეგიონული პარლამენტის თავმჯდომარეს პაველ ვრუბლევსკის და ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალს ცეზარი პშიბილსკის შეხვდა. უმაღლესი საბჭოს დელეგაცია რეგიონის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებს და ტურისტულ პოტენციალს გაეცნო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა