ხაშურის მერია - ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ხაშურის სასპორტო სკოლის აღზრდილებმა წარმატებით იასპარეზეს

თბილისის სპორტის ოლიმპიურ სასახლეში ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, სადაც სპორტსმენები მსოფლიოს 38 ქვეყნიდან მონაწილეობდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ხაშურის სასპორტო სკოლის აღზრდილებმა გიორგი მეხრიშვილმა და ნოდარ ბუხრიკიძემ. გიორგი მეხრიშვილმა 48 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველას სძლია და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ნოდარ ბუხრიკიძე კი 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

„წარმატებული სპორტსმენები მწვრთნელ ბუხუტი ბუხრიკიძის ხელმძღვანელობით ვარჯიშობენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება