თელავში, 40 წლამდე მამაკაცმა დენის დარტყმის შედეგად ძლიერი დამწვრობა მიიღო

თელავში, 40 წლამდე მამაკაცმა დენის დარტყმის შედეგად ძლიერი დამწვრობა მიიღო. შემთხვევა სასტუმრო „ინტურისტის" შენობაში მოხდა, სადაც დემონტაჟი მიმდინარეობს. მამაკაცი თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც პირველადი დახმარება გაეწია.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტს ძირითადად დაზიანებები სახის არეში აქვს მიღებული. ჯანმრთელობის მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე, დაშავებული თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო