იმერეთის სამხარეო პოლიციაში საკადრო ცვლილება განხორციელდა

იმერეთის სამხარეო პოლიციაში საკადრო ცვლილება განხორციელდა

იმერეთის სამხარეო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მხარის პოლიციაში განუცხადეს, აღნიშნული თანამდებობა სულხან თამაზაშვილმა დაიკავა.

სულხან თამაზაშვილს ამ დრომდე თბილისის ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსის თანამდებობა ეკავა. ის ჯერ ახალ თანამდებობაზე ოფიციალურად არ წარუდგენიათ. იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ბესიკ ამირანაშვილი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი გახდა.