დავით გაბაიძე საპატიო მედლით დააჯილდოეს

დავით გაბაიძე საპატიო მედლით დააჯილდოეს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, პოლონეთის ქვემო სილეზიის რეგიონთან ორწლიანი ნაყოფიერი და აქტიური თანამშრომლობისთვის საპატიო ოქროს მედლით დააჯილდოეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ჯილდო, პოლონელმა კოლეგებმა, ქვემო სილეზიის რეგიონული პარლამენტის საზეიმო სხდომის დახურვაზე გადასცეს, რომელსაც დავით გაბაიძე საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა. როგორც წესი, აღნიშნული ჯილდო მხოლოდ პოლონელებს გადაეცემათ.

საპატიო ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი ქვემო სილეზიის რეგიონის განვითარებაში სხვადასხვა დარგში შეტანილი წვლილისთვის, სახალხო ზეიმის „სილეზიის დღის“ ფარგლებში გაიმართა.

სახალხო ზეიმი - „სილეზიის დღე“ 2010 წლიდან აღინიშნება და ქვემო სილეზიის მოსახლეობის რეგიონული იდენტობისა და პატრიოტული სულისკვეთების გამოხატულებაა, ასევე სილეზიის კულტურულ მრავალფეროვნებას და მის ტრადიციებს წარმოაჩენს.

ქვემო სილეზიის დღეების ფარგლებში რეგიონის თვითმმართველობის 20 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე გაიმართა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია