თელავში ფერმერ ქალთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) სოციალური კამპანიის - „თანასწორობა გვჭირდება“ ფარგლებში, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თელავის მერიიდან აცნობეს, ღონისძიებას თელავის კულტურის ცენტრმა უმასპინძლა. სოციალური კამპანია 2017 წელს დაიწყო და პირველ ეტაპზე ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდას ისახავდა მიზნად, 2018-2019 წლებში კი ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას ემსახურება.

დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობები გაიმართა. წარმოდგენილ იყო ინტერაქტიული ინსტალაცია, რომელიც ქალთა ეკონომიკური წარმატების ხელშემშლელ ბარიერებს წარმოაჩენდა; მოეწყო ფერმერ ქალთა ასოციაციის წევრების მიერ წარმოებული აგრო-პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა; დღის ბოლოს გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილეებმა საკუთარ გამოცდილებაზე, არსებულ გამოწვევებსა და ვითარების შეცვლის გზებზე ისაუბრეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის გენდერული თანასწორობის პროექტის მენეჯერ მაკა მეშველიანი, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ქალთა ოთახის მენეჯერი, გენდერზე პასუხისმგებელი პირი ნელი აბეჩხრიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

კამპანიის - „თანასწორობა გვჭირდება“, მხარდამჭერები ასევე არიან: საქართველოში შვედეთის საელჩო, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო