კენკროვანი კულტურების დაფინანსების პროგრამა ზესტაფონის რამდენიმე სოფელშიც განხორციელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტში „დანერგე მომავალი“, კენკროვანი კულტურების დაფინანსების კუთხით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან 4 სოფელი ჩაერთვება.

პროგრამის პრეზენტაცია მოსახლეობისთვის სოფელ წიფლავაკეში გაიმართა და მასში ძირულის, სანახშირის, შროშისა და ბოსლევის თემის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ზესტაფონის მერიის ინფორმაციით, პროექტის პრეზენტაციას იმერეთის რწმუნებულის- გუბერნატორის მოადგილე ბესიკ გოფოძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს იმერეთის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი - რუსუდან ძიძიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას აუხსნეს პროექტის არსი და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ დაფინანსებაზე ვრცელი მიმოხილვა გააკეთეს. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ მიწის ნაკვეთის წყლითა და დენის წყაროთი უზრუნველყოფისათვის, ასევე სხვა საკითხებზე კონსულტაციისათვის, მუნიციპალიტეტის საკონსულტაციო ცენტრს მიმართონ. დაფინანსების შემთხვევაში ანაზღაურდება აგრეთვე მიწის ანალიზისათვის გაწეული ხარჯები.

„პროექტი ხელს შეუწყობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის აგრარული კუთხით კიდევ უფრო განვითარებას. ეს ოთხი სოფელი შედარებით მაღალმთიან ზონაში იმყოფება. მოსახლეობის მსგავსი პროექტებით დაინტერესება კი უზრუნველყოფს მათ ადგილზე დამაგრებას, რათა არ მიატოვონ ისედაც ნახევრად დაცარიელებული სოფლები. ვიმედოვნებთ, კენკროვანი კულტურების მოსავლიანობა და მათზე მოთხოვნილების ზრდა განაპირობებს ამ პროექტის წარმატებით განხორციელებას“, - განაცხადა კახაბერ მახათაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს