თორნიკე რიჟვაძე საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმს დაესწრო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარის განათლების და კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად ჩაქვში, სასტუმრო ,,ოაზისში“ საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმს - “ევროპული გამოცდილება ახალგაზრდული განვითარებისათვის” დაესწრო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, თორნიკე რიჟვაძემ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდობა და განათლება სამთავრობო ხედვის პრიორიტეტია. მისივე თქმით, ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის ცხოვრებასა და საზოგადოებრივ პროცესებში მნიშვნელოვანია.

,,განათლების კუთხით გვაქვს ძალიან დინამიური და ამბიციური რეფორმის გეგმა, რისი განხორციელების შედეგად მივიღებთ განათლებულ ახალგაზრდობას და ხარისხის კუთხით გაუმჯობესებულ საგანმანათლებლო სისტემას. განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით ძალიან ბევრი პროგრამა მუშაობს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი დივერსიფიცირებას საჭიროებს. ახალგაზრდებს ყველა პირობა უნდა შევუქმნათ იმისთვის, რომ განათლება მიიღონ როგორც ევროპაში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში და საქართველოში ჩამოიტანონ ინოვაციური ხედვა, რაც ჩვენს ქვეყანას ასე სჭირდება,“- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ახალგაზრდა დელეგატებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით პასუხები მიეღოთ.

„საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმს საფუძველი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით ჩაეყარა და იგი წელს მესამედ იმართება. ფორუმის მიზანია ახალგაზრდული სფეროს განვითარება რეგიონში, ამ სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი პროექტების შემუშავება. ღონისძიების მონაწილეები არიან ახალგაზრდები საერთაშორისო და ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. ასევე, აჭარაში არსებული უმაღლესი სასწავლებლების წარჩინებული მოსწავლეები - სულ 6 ქვეყნის 50-მდე ახალგაზრდა,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო