ქუთაისში, „მუხნარის“ ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია

ქუთაისის „მუხნარის“ ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მათი თქმით, დაიწვა 200 კვადრატული მეტრი გამხმარი ბუჩქები. არსებობდა ხეებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრეებმა დროულად მოახერხეს ცეცხლის ლოკალიზება. ქუთაისის „მუხნარის“ ტყეში ცეცხლი სპორტული სკოლა „მართვეს" მიმდებარე ტერიტორიიდან გავრცელდა.