ლია მუხაშავრია - როგორც ჩანს, მთავრობა ვერ აცნობიერებს, რომ სუბელიანის საქმეს შეუძლია არ მხოლოდ მთავრობის გადაყოლება, არამედ ქვეყნის აღმოჩენა დიდ ქაოსურ ვითარებაში

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ინტერპრესნიუსი” უფლებადამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციის "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" აღმასრულებელ დირექტორ ლია მუხაშავრიას ესაუბრა.

- ქალბატონო ლია, აუდიოჩანაწერებზე მირზა სუბელიანის მონაწილეობით პოლიტიკური შეფასებები მრავლად კი გაკეთდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ვიდეოჩანაწერების სხვადასხვა ვერსიებმა იმაზე მეტი კითხვები გააჩინა, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლებოდა.

ამ თემაზე პოლიტიკური განცხადებები კიდევ ბევრი გაკეთდება, მაგრამ ახლა ბევრად აქტუალურია მომხდარის სამართლებრივი ასპექტები. თქვენი აზრით, ამ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით სამართლებრივი თვალსაზრისით რასთან გვაქვს საქმე?

- ის, რომ სუბელიანის მონაწილეობით ფარულ ვიდეოჩანაწერებზე პროკურატურა დუმდა და საგამოძიებო მოქმედებებს არც აწარმოებდა და შედეგებს საზოგადოებას არ აწვდიდა, ეს ერთი უბედურებაა, მაგრამ ახლა როცა პროკურატურის ჩანაწერი მოვისმინეთ და მათი საშუალებით ბევრი რამ „გამჟღავნდა“, მართლაც საოცარი ამბავია.

პროკურატურა უნდა ზედამხედველობდეს კანონიერებასა და გამოძიებას, მაგრამ ჩანს იგი გადაქცეულია ხმისა თუ აუდიო-ვიდეო ჩაწერის სტუდიად

პროკურატურა უნდა ზედამხედველობდეს კანონიერებასა და გამოძიებას, მაგრამ, როგორც ჩანს, იგი გადაქცეულია ხმისა თუ აუდიო-ვიდეო ჩაწერის სტუდიად. ყველა საუბრობს იმაზე, რომ დეპუტატს აქვს შეუზღუდავი უფლება შევიდეს ნებისმიერ პატიმართან, მოინახულოს ის ნებისმიერ დროს, მაგრამ ჩვენი კანონმდებლობით ციხეში აუდიო-ვიდეო აპარატურის შეტანა აკრძალულია.

დეპუტატს აქვს უფლება შევიდეს ნებისმიერ პატიმართან, მოინახულოს ის ნებისმიერ დროს, მაგრამ ჩვენი კანონმდებლობით ციხეში აუდიო-ვიდეო აპარატურის შეტანა აკრძალულია

თუ ამის უფლება არ აქვთ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, ადამიანის უფლებების ქართველ დამცველებს, ადვოკატებს, ქართველ ექსპერტებს, რომლებიც ციხეში შედიან პატიმრების სამედიცინო მდგომარეობის შესასწავლად, გაუგებარია რატომ აქვს დეპუტატს ამის გაკეთების უფლება, ამას რა ჰქვია? ეს ხომ წარმოუდგენელი ამბავია.

- დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ სუბელიანთან საუბრის შინაარსი მან გადასცა შსს მინისტრ გიორგი გახარიას. თუ ჩანაწერი კეთდებოდა, გაუგებარია, საუბრის შინაარსის გადაცემა რაღა საჭირო იყო?

- ციხის ტერიტორიაზე ჩანაწერის გაკეთება აკრძალულია. ამისათვის საპყრობილეში არის ვიდეოკამერები, მაგრამ მათ არ უნდა ჰქონდეთ ხმის ჩამწერი და მოსასმენი ან ამისთვის საჭირო დამატებითი ტექნიკური საშუალება. შესაბამისად, თუ დეპუტატმა ჯაფარიძემ ეს ჩანაწერი მინისტრს გადასცა, ესეც კანონდარღვევაა.

- ჯაფარიძე ამბობს, რომ მინისტრ გახარიას სუბელიანთან საუბრის შინაარსი გადასცა...

- რა, დაიზეპირა და ისე გადასცა? კანონით ამ საუბარს ციხის ადმინისტრაცია ვერ ჩაწერდა, იმიტომ რომ ეს უკანონოა. ახლა ავთენტურობაზე კი არ არის საუბარი, არამედ ჩანაწერის კანონიერებაზე.

თუ ჩანაწერი თავად ჯაფარიძემ გააკეთა ციხეში მის მიერ შეტანილი რაიმე საშუალების გამოყენებით, ესეც უკანონოა, იმიტომ რომ არავის არ აქვს უფლება საპატიმროში შეიტანოს აუდიო-ვიდეო აპარატურა.

აშკარაა, რომ პროკურატურამ უკანონო გზით მოპოვებულ ჩანაწერი გამოაქვეყნა... ჩანაწერის გამოქვეყნებით პროკურატურამ თავად აღიარა, რომ მან აშკარად უკანონო ქმედება ჩაიდინა

აშკარაა, რომ პროკურატურამ უკანონო გზით მოპოვებულ ჩანაწერი გამოაქვეყნა. ის, რომ პროკურატურა არ მოქმედებს, არ იძიებს და არ აკეთებს თავის საქმეს, ეს ცალკე უბედურებაა, მაგრამ ამ ჩანაწერის გამოქვეყნებით პროკურატურამ თავად აღიარა, რომ მან აშკარად უკანონო ქმედება ჩაიდინა.

- “რუსთავი-2“-ის გენ.დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა - „პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი დადგმულია“. რა გამოდის - ჯერ იყო ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ უცხოელი ინვესტორებისათვის თვალის ასახვევად მან და ოქუაშვილმა დადგეს „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებული აუდიოჩანაწერი, ახლა თუ სუბელიანის მონაწილეობით მეორე ჩანაწერიც დადგმულია და მასში პროკურატურაც მონაწილეობდა, ამას სამართლებრივად რა ჰქვია?

- მე, მეორადი განათლებით კინორეჟისორიც ვარ და როგორც ჩანს, მთავარ პროკურორსაც აქვს ამგვარი მეორადი განათლება - იგი თუ კინორეჟისორი არა, თეატრის რეჟისორი მაინც უნდა იყოს... ფაქტობრივად, სხვაგვარად ამის ახსნა წარმოუდგენელია.

თუ დავუშვებთ, რომ ოქუაშვილმა და ყიფიანმა მოიფიქრეს და დადგეს სკანდალური აუდიოჩანაწერი, ახლა რომ პროკურატურა იძიებს და ამ საქმეში იგივეს ამბობს ანუ აღიარებს, რომ სადადგმო საქმითაა დაკავებული, ეს რაღაა?

საერთოდაც, ეს დადგმები, ყალბი საუბრების გამოქვეყნება და ასე მთელი ქვეყნისთვის გაცნობა ეს ცალკე პრობლემაა, მაგრამ ამას რა ჰქვია, მართლა არ ვიცი. თუ დავუშვებთ, რომ ოქუაშვილმა და ყიფიანმა მოიფიქრეს და დადგეს სკანდალური აუდიოჩანაწერი, ახლა რომ პროკურატურა იძიებს და ამ საქმეში იგივეს ამბობს ანუ აღიარებს, რომ სადადგმო საქმითაა დაკავებული, ეს რაღაა? ისეთი პირი უჩანს, რომ ჩვენს თავს მართლაც გასაოცარი ამბავი ხდება.

- თუ პროკურატურამ იცოდა, რომ სუბელიანის მონაწილეობით ამგვარი აუდიოჩანაწერი არსებობდა, თუ უნდოდა რომ თავი უფრო ეფექტურად დაეცვა, „რუსთავი-2“-თვის უნდა დაესწრო, მაგრამ ასე არ მოხდა.

პროკურატურამ სუბელიანთან მეორე ჩანაწერი კი გაავრცელა, მაგრამ როდისაა ის ჩაწერილი - „რუსთავი-2“ის მიერ მასალის გამოქვეყნებამდე თუ მას შემდეგ - უცნობია. ჩვენ გვახსოვს დაკავების შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილის „აღიარებები“. ძნელი სავარაუდო არ უნდა იყოს, რომ ციხეში მყოფმა ბრალდებულმა დადგმულ ჩაწერაში კი არა, თუ ოდნავ მაინც აქვს მონაცემები, შეიძლება ოპერის არიის პარტიაც კი შეასრულოს.

თუ პროკურატურას სუბელიანის მონაწილეობით ჩანაწერი ჰქონდა, თქვენი აზრით, რატომ არ დაასწრო პროკურატურამ მისი გავრცელება „რუსთავი-2“-ს?

- ამ საკითხში პროკურატურას შეცდომა კი არ დაუშვია, ჩემი აზრით, უვიცობა და თავისი უნიჭობის დემონსტრირება მოახდინა. თუ ავანტიურისტული გეგმა გაქვს ჩაფიქრებული, ისე მაინც უნდა გააკეთო, რომ ყველამ ვერ დაინახოს რომ საქმე თეთრი ძაფებითაა ნაკერი. არადა, ამ საქმეში თეთრი ძაფები აშკარად ჩანს.

თუ ავანტიურისტული გეგმა გაქვს ჩაფიქრებული, ისე მაინც უნდა გააკეთო, რომ ყველამ ვერ დაინახოს, რომ საქმე თეთრი ძაფებითაა ნაკერი. არადა, ამ საქმეში თეთრი ძაფები აშკარად ჩანს

ჩვენს საზოგადოებას და მედიაკორპუსს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს დაგროვილი და მათი მოტყუება ასე იოლი არაა. მით უფრო, რომ ამ ჩანაწერის წარმომავლობისა და ქრონოლოგიის საკითხი გახდა ცნობილი, ისიც გაიშიფრა, რომ ეს ყველაფერი იყო დადგმული.

- უკაცრავად, თქვენი აზრით, რომელი ვარიანტი იყო დადგმული, „რუსთავი-2“-ის თუ პროკურატურის?

- ალბათ „რუსთავი-2“-ის და პროკურატურის ჩანაწერები ორივე იყო დადგმული იმიტომ, რომ არა მგონია სუბელიანის საუბარის მონაკვეთები ცალ-ცალკე ჩაწერილიყო.

როგორც ჩანს, „რუსთავი-2“-ის და პროკურატურის ჩანაწერები ორივე დადგმულია - იმიტომ, რომ აუდიოჩანაწერში საუბრის მონაწილეები საკმაოდ არაბუნებრივად საუბრობენ

ეტყობა, პროკურატურამ თავისი ჭკუით ჩანაწერიდან ის ნაწილები გამოიყენა, რაც საჭიროდ ჩათვალა, ხოლო „რუსთავი-2“-მა, შესაბამისად, ასევე თავისი მოსაზრებით მისთვის საუკეთესო მონაკვეთები გაავრცელა.

როგორც ჩანს, „რუსთავი-2“-ის და პროკურატურის ჩანაწერები ორივე დადგმულია, იმიტომ რომ აუდიოჩანაწერში საუბრის მონაწილეები საკმაოდ არაბუნებრივად საუბრობენ.

- თუ ორივე ჩანაწერი დადგმულია, დადგმა-ინსცენირების მონაწილეებს არტისტიზმი აშკარად აკლიათ?

- დიახ, მათ აშკარად აკლდათ არტისტიზმი და როგორც ჩანს, ნიჭიერი რეჟისორიც. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თან ამბობენ - სუბელიანმა სუიციდი სცადა. საინტერესო ისაა, რომ სუბელიანმა სუიციდი მის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ სცადა.

წესით, იურისტებმა უნდა იცოდნენ, რომ ბრალდებულის გამონათქვამი თუ განცხადება არ უნდა იქნას გამოყენებული მტკიცებულებად. სამწუხაროდ, ძალიან ცხადია, რომ ეს ჩვენმა პროკურატურამ არ იცის

პატიმრის თავისუფალ ნებაზე დატოვება რომ არ შეიძლება, ეს იურისტებმა იციან. წესით, იურისტებმა ისიც უნდა იცოდნენ, რომ ბრალდებულის გამონათქვამი თუ განცხადება არ უნდა იქნას გამოყენებული მტკიცებულებად. სამწუხაროდ, ძალიან ცხადია, რომ ეს ჩვენმა პროკურატურამ არ იცის.

ის, რომ ბრალდებულის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ სუიციდის ფაქტს ჰქონდა ადგილი ორ რამეზე მიუთითებს - ან ბრალდებული სუბელიანი მიიყვანეს სუიციდის მდგომარეობამდე, ან ცდილობდნენ მის ლიკვიდაციას და არ გამოუვიდათ იმიტომ, რომ ეს ადამიანი ციხის პირობებსა და ციხის ვითარებას ძალიან კარგად იცნობს.

- სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მირზა სუბელიანი ციხის ადმინისტრაციამ სუიციდის პრევენციის პროგრამაში ჩართო. შეიძლება თქვას, რომ ამ ვითარებაში მას საფრთხე აღარ ემუქრება?

- ჯანმრთელობის გაუარესებასა და სიკვდილს არავის ვუსურვებ, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ სუბელიანს სუიციდის მცდელობა ჰქონდა, მართლაც შემაშფოთებელია. კარგია, რომ ციხის ადმინისტრაციამ ამ თვალსაზრისით დამატებითი ზომები მიიღო.

ან ბრალდებული სუბელიანი მიიყვანეს სუიციდის მდგომარეობამდე ან ცდილობდნენ მის ლიკვიდაციას და არ გამოუვიდათ იმიტომ, რომ ეს ადამიანი ციხის პირობებსა და ციხის ვითარებას ძალიან კარგად იცნობს

ახლა რომ სუბელიანს მართლა რამე მოუვიდეს, იმდენად გახმაურებულია აუდიოჩანაწერების ამბავი და ისტორია, ციხის ადმინისტრაციისა და სახელმწიფოს ინტერესებში არ უნდა იყოს. მათ ინტერესებშია რაც შეიძლება უსაფრთხოდ იყოს ბრალდებული სუბელიანი და მისი სიცოცხლე იყოს დაცული.

- აუდიოჩანაწერების მოპოვებისა და გავრცელების სამართლებრივ ასპექტებზე ჩვენ მეტ-ნაკლებად ვისაუბრეთ, მაგრამ არ გვისაუბრია აუდიოჩანაწერების შინაარსზე. გასაგებია, რომ ოპოზიციას სურდა ხელისუფლება ემხილა სისტემურ დანაშაულში. შექმნილ ვითარებაში რომ ხელისუფლება უცნაურად იქცევა, ფაქტია. მხედველობაში მაქვს ის, რომ მას საქმის სწრაფად გამოძიება არ დაუწყია და არ უცდია ამ საკითხში მეტი სიცხადე შეიტანა, არადა, არჩევნებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი...

- ეტყობა, სიტუაცია მართლაც ძალიან აირია. პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერი დიდ კომენტარებს არ საჭიროებს, ვინაიდან კარგად ჩანს, რომ აშკარად დადგმულია, მაგრამ სუბელიანის მონაწილეობით პირველად გავრცელებული ჩანაწერის ნამდვილობა ეჭვს არ იწვევს, შესაბამისად მისი შინაარსობრივი მხარეც არ ტოვებს ეჭვის საფუძველს.

სუბელიანის მონაწილეობით პირველად გავრცელებული ჩანაწერის ნამდვილობა ეჭვს არ იწვევს, შესაბამისად მისი შინაარსობრივი მხარეც არ ტოვებს ეჭის საფუძველს

როგორც ჩანს, ახლა ივანიშვილი მეტისმეტად გამწყრალია თავის თანაგუნდელებზე და უპირველესად პროკურატურაზე. ფაქტია, რომ პროკურატურა ამ საკითხზე ვერც ვერაფერს აკეთებს. ასე შეიძლება იყოს იმის გამოც, რომ მათ ახლა შიშისაგან გაშეშება სჭირთ.

როგორც ჩანს, ახლა პროკურატურამ საზოგადოებისთვის რაღაც ბარტყის გადმოგდება მოიფიქრა. მხედველობაში მაქვს პატარკაციშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით მასალებზე საუბრის დაწყება.

როგორც ჩანს, პატარკაციშვილის საქმეზე პროკურატურას აქვს საკმაოდ ბევრი მასალა და ახლა მათი გამომზეურებით სურს სუბელიანთან დაკავშირებული ხმაურის გადაფარვა. ამით იგი იმავდროულად შეეცდება სუბელიანის საქმეში თავისი უხერხემლობისა და უვიცობის გადაფარვასაც.

რაც შეეხება სუბელინის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციებს. ადრეც იყო ცნობილი და მეც ჩემი კლიენტებისგან ვიცოდი, რომ იგი სრულიად უცხვირ-პირო ადამიანი იყო. საპყრობილეში პატიმრებსა და ციხის ადმინისტრაციას შორის ადამიანური შეთანხმებები ხშირად დგება, ასეთი ტიპის დაწესებულებებში ეს არაოფიციალური წესი ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება.

ეს იმიტომ გავიხსენე, რომ ამგვარ შეთანხმებებს ყველაზე ხშირად სწორედ სუბელიანი არღვევდა როცა ის სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობდა. ბევრი რამ, რაც წინა ხელისუფლების დროს "გასკდა" სუბელიანთანაც იყო დაკავშირებული.

როგორც ჩანს, პატარკაციშვილის საქმეზე პროკურატურას აქვს საკმაოდ ბევრი მასალა და ახლა მათი გამომზეურებით სურს სუბელიანთან დაკავშირებული ხმაურის გადაფარვა

სამწუხაროდ, ახლანდელ სიტუაციაში მივიღეთ სრული ვაკხანალია, რომელსაც ძალიან ამძაფრებს წინასაარჩევნო პერიოდი. ვხედავთ ხელისუფლების ზედა ეშელონების სრულ დაბნეულობას. ნამდვილად გამაოცა პრემიერ ბახტაძის განცხადებამ, რომ სუბელიანის თემაზე მთავრობას არ სურს არათუ მსჯელობა, ამ პროცესში პრეზიდენტის მონაწილეობაც.

არადა, პრეზიდენტს მთავრობისადმი მოწოდება მანამდეც უნდა გაეკეთებინა. რადგან, როცა ხედავ რომ ქვეყანა თავზე გენგრევა, წარმოუდგენელია ამას ჩუმად უყურებდე. მნიშვნელობა არ აქვს ამ ქვეყანაში რა ფუნქცია-მოვალეობა გაკისრია. როგორც ჩანს, მთავრობა ვერ აცნობიერებს, რომ სუბელიანის საქმეს შეუძლია არ მხოლოდ მთავრობის გადაყოლება, არამედ ქვეყნის აღმოჩენა საკმაოდ დიდი ქაოსის ვითარებაში. სახელმწიფო სწორედ იმისთვის გვჭირდება, რომ ქვეყანაში იყოს სამართლიანობა და დესტაბილიზაციის ნიშნები მუდმივად არ გვქონდეს.

- იმისათვის, რომ ქვეყანა მართლაც არ აღმოჩდეს ქაოსის ვითარებაში, თქვენი აზრით, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ?

- თქვენი ტაქტიკა გასაგებია, მაგრამ მე არ მინდა ჩემი გონებრივი შესაძლებლობები წავახმარო განწირული მთავრობის გადარჩენას. ასეა თუნდაც იმიტომ, რომ მაქვს ასეთი მოსაზრება - რაც ხდება, აწყობს ბიძინა ივანიშვილსაც. იგი, როგორც სჩვევია, ამ ვითარებაშიც ფარდის უკან დგას და გარკვეულ წილად ახლაც თამაშობს დირიჟორის როლს და ორივე მხარეს მარიონეტებს ათამაშებს.

ის რაც ხდება, ახლა ყველაზე მეტად ხელს აძლევს ივანიშვილს, ვინაიდან მას თავისი თანაგუნდელების, ხელისუფლებაში მის მიერ მოყვანილი ადამიანების მიმართ აქვს უზარმაზარი იმედგაცრუება. იმის მიმართ, რომ ისინი მართლაც უნიათოები და უჭკუები აღმოჩდნენ. ვსაუბრობ უმაღლესი თანამდებობის პირებზე - დაბალი რგოლები აღარცაა საინტერესო.

რაც ხდება აწყობს ბიძინა ივანიშვილსაც. იგი, როგორც სჩვევია, ამ ვითარებაშიც ფარდის უკან დგას და გარკვეულ წილად ახლაც თამაშაობს დირიჟორის როლს და ორივე მხარეს მარიონეტებს ათამაშებს

ივანიშვილს ძალიანაც აწყობს მოიცილოს თავისი გუნდი, თავად ისევ ბუჩქებში დარჩეს. გამოვრიცხავ, რომ ახლა თადუმაძე გადაიქცევა ზემამაც პროკურორად ან ამ სისტემაში გამოჩნდება ამგვარი პიროვნება, რომელიც დაიწყებს დაჭერებს არა მარტო სუბელიანის საქმეზე. შესაძლოა, ეს აღმოჩენილიყო საზოგადოებისთვის საკენკის დაყრად, მაგრამ ასე ხომ არ მოხდება.

მას შემდეგ, რაც სუბელიანმა ისაუბრა, როგორც მინიმუმ ძალოვანი უწყების მინისტრები უნდა გადამდგარიყვნენ. შექმნილ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალი შეიძლება ყოფილიყო ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ერთობლივად დანიშვნა. ფაქტია, რომ მთავრობის გარდა, რეპუტაცია აქვს შერყეული „ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტის თავმჯდომარის თამადობით.

ვიმეორებ, ჩემი აზრით, ეს სიტუაცია აწყობს თავად ივანიშვილს, ვინაიდან მისთვის ყველაზე კონფორტული მდგომარეობაა ფარდის უკან დგომა და ისევ მარიონეტების საშუალებით პროცესების მართვა. არ გამოვრიცხავ, რომ მან ახლა უფრო ჭკვიანი ადამიანები მოიზიდოს.

- ყველამ იცის, რომ ივანიშვილის ინიციატივაა საპრეზიდენტო არჩევნებში “ოცნების“ მიერ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა. გამოდის ასეთ ჭკვიან ადამიანად მოიაზრებს ბატონი ივანიშვილი ქალბატონ სალომეს?

- ვფიქრობ, რომ მან ამ საკითხშიც კარგი გათვლა გააკეთა - ზურაბიშვილის დაბალმა ინტელექტმა და უცოდინრობამ ამ ორომტრიალში ცეცხლზე ნავთის როლი შეასრულა, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ არა მარტო ზურაბიშვილზე ფსონის დადების გამო ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება საკმაოდ გაზრდილია.

შექმნილი ვითარებიდან ყველაზე კარგი გამოსავალია ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაა

ივანიშვილს ახლა აქვს კარგი საბაბი გახარიაზე, პროკურატურაზე, იმავე ზურაბიშვილზე თქვას - ესენი ვინ ყოფილან?

- თქვენი ნათქვამი სწორად გავიგე - თუ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები არ მოხდა, სუბელიანის განცხადებებთან დაკავშირებით სამართლებრივად საქმის ბოლომდე მიყვანას შეუძლებლად მიიჩნევთ?

- აბსოლუტურად. იმიტომ რომ პროკურატურა, რომელმაც გამოძიებასა და გამოძიების კანონიერებაზე უნდა აწარმოოს ზედამხედველობა, ფარული ჩანაწერების დადგმითაა დაკავებული. პროკურატურის ფუნქციების უფრო მეტად შეცვლა და გადაგვარება წარმოუდგენელია.

შექმნილი ვითარებიდან ყველაზე კარგი გამოსავალია ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაა. როდესაც მმართველ გუნდს ვეუბნებოდი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების სწრაფად და გაუზრებლად მიღება, არ წაადგებოდა საქმეს, არც სტაბილურობას მოუტანდა ქვეყანას, რისი გარანტიც კონსტიტუცია უნდა იყოს, მაშინ მათ ეს არ ესმოდათ.

დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ივანიშვილი ხელებს იფშვნეტს და იმაზე ფიქრობს მისსავე გუნდს როგორ წააყაროს მიწა. ჩემი აზრით, ყველაფერი აქეთკენ მიდის. თქვენ რა გგონიათ, ეს ჩანაწერები ივანიშვილის გარეშე გაკეთდა და მან ამის შესახებ არაფერი იცოდა? მე ასე არ ვფიქრობ

მცდარი აღმოჩნდა მოლოდინი, რომ კობახიძის მიერ მათთვის სასარგებლოდ გადაწერილი კონსტიტუცია ქვეყანაში ვითარებას დაალაგებდა - აღმოჩნდა, რომ ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად აიმღვრა წყალი.

იგივე სიტუაცია გაგრძრლ;დება, ვიდრე ხელისუფლება ვერ მიხვდება, რომ სახელმწიფოს მართვას მართლაც სჭირდება კვალიფიციური, ჭკვიანი და გარკვეულ წილად პატიოსანი ადამიანები. ასეა საჭირო თუნდაც იმისთვის, რომ ასეთი საზიზღრობა არ ტრიალებდეს ქვეყანაში, რაც ახლა ხდება.

- რა გაძლევთ იმის თქმის საშუალებას ივარაუდოთ, რომ ამ ყველაფრის უკან თავად ივანიშვილია?

- დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ივანიშვილი ხელებს იფშვნეტს და იმაზე ფიქრობს, მისსავე გუნდს როგორ წააყაროს მიწა. ჩემი აზრით, ყველაფერი აქეთკენ მიდის. თქვენ რა გგონიათ, ეს ჩანაწერები ივანიშვილის გარეშე გაკეთდა და მან ამის შესახებ არაფერი იცოდა? მე ასე არ ვფიქრობ.

„ინტერპრესნიუსი"

კობა ბენდელიანი