“National Geographic”-ის კონფერენციაზე აჭარის ტურისტული პროდუქტები წარადგინეს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი პოლონეთში “National Geographic Traveler”-ის საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ღონისძიება, რომელსაც ტურისტული სააგენტოებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, ტელე-რადიო ჟურნალისტები, ბლოგერები და ტურიზმით დაინტერესებული ადამიანები სხვადასხვა ქვეყნებიდან ესწრებოდნენ ძირითადად, ახალი ტურისტული მიმართულებების აღმოჩენასა და გაცნობას დაეთმო.

მათივე ინფორმაციით, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა კონფერენციაზე აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტულ პროდუქტებს, მდიდარ სამზარეულოსა და ფოლკლორს გაუწიეს პოპულარიზაცია. პოლონეთი აჭარისთვის ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ბაზარია, სადაც რეგიონის რეკლამირება აქტიურად ხორციელდება სხვადასხვა მარკეტინგული და პიარ აქტივობებით. მათ შორის ერთ-ერთი საინტერესო მედიაპლატფორმაა “National Geographic Traveler”, რომელმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში რეგიონს არაერთი საინტერესო სტატია მიუძღვნა.

„აჭარის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი პოლონეთში დიდია. მსგავსი ტიპის კონფერენციები კი დამატებითი პლატფორმაა ჩვენთვის სამიზნე აუდიტორიამდე მივიტანოთ აჭარის ტურისტული შესაძლებლობები, თუ რისი შეთავაზება შეგვიძლია და რატომ უნდა იმოგზაურონ ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია „National Geographic“ თანამშრომლობა და ამ კუთხით საინტერესო აქტივობებს ვგეგმავთ. ვამყარებთ კონტაქტებს „National Geographic“-ის სხვა ქვეყნის ოფისებთან ჩვენი ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციის მიზნით. რაც შეეხება უშაუალოდ პოლონეთს, ამ ქვეყნიდან რეგიონში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა მზარდია და ის 9 თვის მონაცემებით 7,6%-ითაა გაზრდილი. ვფიქრობ, ჩვენს მიერ პოლონეთში დაგეგმილი და უკვე განხორციელებული სარეკლამო აქტივობები ქვეყნისა და რეგიონისადმი ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა