გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ოქტომბერს 12:40-დან 18:30 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 470 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში ქუმლისციხე, გუდაური, სეთურნი, სოკურიანი და მიმდებარე სოფლებში, 14:00-დან 16:00 საათამდე 390 აბონენტს ყაზბეგის რაიონის სოფლებში სტეფანწმინდა და დაბა, 12:00-დან 18:00 საათამდე 906 აბონენტს მცხეთის რაიონის სოფლებში ბიწმენდი, საგურამო, ჯიღაურა, ახალუბანი და მიმდებარე სოფლებში.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - აცხადებენ კომპანიაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა