ბათუმში ვეტერანთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

დღეს ვეტერანების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო და ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, ვეტერანები და დაღუპული ვეტერანების ოჯახის წევრები.

აჭარის ა/რ მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცა და მათ ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა.

,,დღეს ვეტერანების საერთაშორისო დღეა. ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს დღევანდელ დღეს. ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. უდიდესია მათი დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე და რა თქმა უნდა, მათი ღვაწლი, მათი თავდადება უნდა იყოს შესაბამისად დაფასებული“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

საქართველოში „ვეტერანის დღე“ 2014 წლიდან ყოველი წლის 17 ოქტომბერს აღინიშნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა