გორში ვეტერანების დღე აღინიშნა

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს გორის მერიის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში შეხვდა და დღევანდელი დღე მიულოცა. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„დღევანდელ დღეს ვულოცავ თითოეულ ვეტერანს. დასაფასებელია მათი ღვაწლი და თავდადება ჩვენი ქვეყნის წინაშე. ისინი ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ზრუნვას იმსახურებენ. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტირებული ვეტერანები (შშმ პირები) წლის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სახით 600 ლარს იღებენ. გარდა ამისა, წელს მერიამ დააფინანსა მათი სარეაბილიტაციო კურსიც საზღვაო კურორტზე. ვეტერანებს შეუძლიათ ასევე, სოციალური პროგრამის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობა. ვმუშაობთ, რომ მათ მომავალში მუნიციპალიტეტისგან კიდევ უფრო გაუმჯობესებული სერვისები მიიღონ“, - განაცხადა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გორის მერმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გვირგვინებით შეამკო დიდების მუზეუმთან არსებული სამშობლოსთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.

დღესვე, ვეტერანების მონაწილეობით გაიმართა ფეხბურთის ტურნირიც, სადაც ერთმანეთს გორისა და ხაშურის გუნდები შეხვდნენ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით, 17 ოქტომბერს „ვეტერანების დღე“ 2014 წელს დაარსდა. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა