გორში გამწვანების აქცია გაიმართა

გორში გამწვანების აქცია გაიმართა

გორში 250-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ნერგი დაირგო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორი მერიდან აცნობეს, ნერგები ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებთან ერთად დარგეს.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლების მიერ, სპეციალური ტექნიკით, დასუფთავდა და მოსწორდა ტერიტორია. ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში, საბავშვო ბაღის გვერდით, კატალპის, იფანის, ცხენისწაბლასა და სოფორის ნერგების ხეივანი გაშენდა. ამ ადგილას დაგეგმილია სკვერის მოწყობაც. ნერგები დღეს ქალაქის ცენტრშიც დაირგო.

როგორც გორის მერიაში აცხადებენ, გამწვანების აქციებს მერია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეტაპობრივად განახორციელებს.