ხულოში, სოფელ ჭახაურაში ორი საცხოვრებელი სახლი იწვის

ხულოში, სოფელ ჭახაურაში ორი საცხოვრებელი სახლი იწვის. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ამ დროისათვის ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრეები და სამართალდამცველები.
როგორც მეზობლები აცხადებენ, ხანძრის დროს, სავარაუდოდ, საცხოვრებელ სახლებში მოქალაქეები იმყოფებოდნენ, თუმცა ამ დრომდე შესაბამისი უწყების წარმომადგენლები ვერ ადასტურებენ დაშავებულების ან გარდაცვლილების შესახებ ინფორმაციას.

























