ხელვაჩაურის მერი ბათუმში სამუშაო შეხვედრას დაესწრო

ხელვაჩაურის მერი ბათუმში სამუშაო შეხვედრას დაესწრო

ბათუმში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე „მუნიციპალიტეტის თნამშრომლების უნარების გაძლიერება ოჯახის მოწყვლადობისა და ბავშვთა ძალადობის საკითხებზე ეფექტურად მუშაობისათვის“ პროექტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხელვაჩაურის მერიიდან აცნობეს, შეხვედრაზე განათლების და კულტურის სამსახურის უფროსმა ქეთევან დევაძემ წარადგინა პრეზენტაცია აღნიშნული მიმართულებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჩატარებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს უკვე არსებული მიღწევები და არსებული გამოწვევები, ასევე მიმოიხილეს განსხვავებული მუნიციპალური პრაქტიკა და შეთანხმდენენ სამომავლო მოქმედებებზე.