პროკურორი - მირზა სუბელიანი მოწმის სახით გამოიკითხა, პროკურატურას მასთან  ათეულობით შეკითხვა  ჰქონდა

სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის გამოკითხვა დასრულდა.

დაკითხვის შემდეგ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სუბელიანის გამოკითხვა განმეორებითაც მოხდება.

„მირზა სუბელიანი მოწმის სახით იქნა გამოკითხული. პროკურატურას მასთან ჰქონდა ათეულობით შეკითხვა. ნაწილ კითხვებზე მივიღეთ პასუხები, ნაწილზე პასუხისგან თავი შეიკავა. მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მისი გამოკითხვა კვლავ მოხდება და დაისმება ის კითხვები, რომელზე პასუხის გაცემისგანაც მან დღეის მდგომარეობით თავი შეიკავა", - განაცხადა გუბელაძემ.

კითხვაზე, ვინ განახორციელა აუდიოჩანაწერის გაკეთება და ვის მიერ გავრცელდა ეს ჩანაწერი, ამასთან დაკავშირებით, პროკურის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს.

„იმ შემთხვევაში თუ იქნება დასაბუთებული ვარაუდის საკმარისი მტკიცებულებები, საზოგადოებას დამატებით ეცნობება ამის შესახებ. ზოგადად ჩვენების შინაარსის გაჟღერებისაგან თავს შევიკავებ. არაერთხელ გაუჟღერებია მის ადვოკატებს და ბრალდების მხარემაც განვაცხადეთ, რომ ის საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება, დამატებით დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. მესმის, რომ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, გაქვთ კითხვები, გამოძიებასაც აქვს კითხვები და გვსურს პააუხები მივიღოთ, თუმცა, რა კითხვები დაისვა, რა პასუხები გაეცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე თავს შევიკავებთ რომ გავაჟღეროთ. გამოძიება გრძელდება და იგეგმება სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, ინფორმაციის გაჟღერება კი აზიანებს გამოძიების ინტერესებს",- განაცხადა გუბელაძემ.

ცნობისთვის, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში როგორც საქმის პროკურორი, ასევე სუბელიანის ინტერესების დამცველი კახა ხვისტანი იმყოფებოდნენ. ხოლო ორი ადვოკატი ინგა ჩალაური და ეკა ხუციშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაგვიანებით მისვლის გამო, გამოკითხვაზე ვერ შევიდნენ.

ადვოკატები გამოკითხვის დასრულებამდე ვრცელი კომენტარისგან თავს იკავებდნენ. მათ ჟურნალისტებთან მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ სუბელიანთან კითხვები გამოძიებას ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით აქვს.

შეგახსენებთ, რომ ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1571 -ე მუხლის პირველი ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

იხილეთ ვიდეო: მირზა სუბელიანი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დაკითხეს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს