სავარაუდოდ მირზა სუბელიანი აცხადებს, რომ ლაშა ნაცვლიშვილს „ქართულ ოცნებაში“ „ხოდი“ მიეცა და პატიმარ კაცს ძირავს

სავარაუდოდ მირზა სუბელიანი აცხადებს, რომ ლაშა ნაცვლიშვილს „ქართულ ოცნებაში“ „ხოდი“ მიეცა და პატიმარ კაცს ძირავს. ამის შესახებ სავარაუდოდ სუბელიანი გავრცელებულ ფარულ აუდიო-ჩანაწერში საუბრობს, რომელსაც მთავარი პროკურატურა ავრცელებს. უწყების გავრცელებულ ჩანაწერში სავარაუდოდ მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს და დავით ცუხიშვილს ესაუბრება.

„რომ გამოვალ მერე დავილაპარაკებ ვიღაცეებთან. ოცნების კოშკებს მპირდებოდნენ, ასე იჯდები ისე იჯდებიო. აქ ჯდომა ჩემნაირი ტიპისთვის არის ჯოჯოხეთი. მე მიკვირს რატო არ არის ჩემს მიმართ ნდობა. ლაშა ნაცვლიშვილის ხელი ურევია ყველაფერში. ფაქტზე რომ დავიჭირეთ მაშინ ზვიადზე, უსაფრთხოების უფროსზე რაღაცეებს რომ ლაპარაკობდა, მშენებლობებთან დაკავშირებით. როგორც კი ჩავჯექი გაამართლეს. ეს ღურწკაია არის მითრეული, ნაცვლიშვილს პარტიაში „ხოდი“ მიეცა და მძირავს და მძირავს პატიმარ კაცს. ფიქრობს, რომ არ მომივა ეს ინფორმაცია“, - აცხადებს სავარაუდოდ მირზა სუბელიანი.

პროკურატურის ინფორმაციით, ჩანაწერი, სავარაუდოდ, 10 სექტემბერს არის გაკეთებული.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, პროკურატურა ასაჯაროებს 2018 წლის 10 სექტემბრის ფარულ აუდიოჩანაწერს, რომელიც მოქალაქე ი.პ-სგან ამოღებული მეხსიერების ბარათიდან ერთ-ერთია და სავარაუდოდ, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის ერთ-ერთ დაწესებულებაშია ჩაწერილი.

ამ დროისთვის, გამოძიების ფარგლებში, გამოკითხულები არიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი ი.პ., ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი. მირზა სუბელიანმა კი კითხვების ნაწილის პასუხის გაცემისგან ამ ეტაპისთვის თავი შეიკავა. ამასთან, გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, ასევე მედიასაშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

იხილით პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიო ჩანაწერი: https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=DnU2yHhmbvk

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში