ყვარელში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატები დააზიანეს

ყვარელში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატები დააზიანეს

ყვარელში, მმართველი გუნდის მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატებს წითელი საღებავითმოღალატე დააწერეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" „ქართული ოცნების“ ყვარლის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა როსტომ სესიაშვილმა განუცხადა.

„ყვარლის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პლაკატები გვიან ღამით ჩამოხიეს და წითელი საღებავით წარწერები გააკეთეს. ადვილი მისახვედრია ამის გამკეთებლები ვინც არიან. ისინი ადამიანებს არ ინდობდნენ და რა გასაკვირია, რომ ქაღალდები არ დაინდონ“, - განაცხადა როსტომ სესიაშვილმა.