გაგი მოსიაშვილი - საფუძველიც კი არ არსებობს, რომ ოთარ ფარცხალაძე საგამოძიებო უწყებაში მივიდეს

საფუძველიც კი არ არსებობს, რომ ოთარი მივიდეს საგამოძიებო უწყებაში, - ამის შესახებ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. ადვოკატის თქმით, მას შემდეგ, რაც ლევან ყიფიანმა გამოძიებას ჩვენება მისცა, „ომეგას“ საქმეში ოთარ ფარცხალაძის რამე მონაწილეობა გამოირიცხა.

„თუ ჩვენ გვაინტერესებს სამართლებრივი პოზიცია, გახლავთ ის, რომ მას შემდეგ, რაც ლევან ყიფიანის მხრიდან გარკვეული სახის ინფორმაცია იქნა მიწოდებული, რითაც რეალურად, გამოირიცხა ოთარის მონაწილეობა, თუნდაც, ამ თემასთან დაკავშირებით აქ საგამოძიებო უწყებას უფლებაც არ აქვს, რომ რამე პროცესი, საგამოძიებო მოქმედება ჩაატაროს. რაც შეეხება იმას, მონაწილე პირები რას საუბრობენ და ვინ რა განზრახვით, ეს ცალკე განხილვის საგანია. ისევ გრძელდება ოთარის დისკრედიტაცია. როცა ჩვენ ვსაუბრობთ, უნდა მივიდეს თუ არა საგამოძიებო უწყებაში ოთარი, კითხვაზე პასუხი არის, რომ საფუძველიც კი არ არის, რომ ოთარი მივიდეს საგამოძიებო უწყებაში“,- განაცხადა მოსიაშვილმა.

ბოლო დროს „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით არაერთი ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სახელიც ფიგურირებს.

იხილეთ ვიდეო: "ფაქტია, რომ კიდევ გრძელდება ოთარის დისკრედიტაცია" - გაგი მოსიაშვილი

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს